Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411

Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411
4Lady.ge - მაფინები ნუტელით

შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა


სიახლეები ფორუმზე

No posts to display.

მაფინები ნუტელით

უგემრიელესი მაფინები ორიგინალური გემოთი.

mafinebi_nutelit_1

ინგრედიენტები 8-9 მაფინისათვის:

70გრ კარაქი

1 კვერცხი

ნახევარი ჭიქა შაქარი

ვანილის შეკვრა

ნახევარი ჭიქა რძე

1,5 ჭიქა ფქვილი

1,5 ჩ.კ გასაფხვიერებელი

0,5 ჩ.კ დარიჩინი

0,5 ჩ.კ მარილი

8-9 ს.კ ნუტელა

მოსაყრელად-სუფრის კოვზი კარაქი, 2 ჩაის კოვზი დარიჩინი და სამი სუფრის კოვზი შაქარი.

მომზადების წესი:

გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი შაქართან ერთად, შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, რძე, ვანილი. ცალკე ჯამში აურიეთ ერთმანეთში ფქვილი, გასაფხვიერებელი, მარილი და დარიჩინი-დაუმატეთ კვერცხის და კარაქის მასას. გადაიტანეთ მიღებული ცომი ფენებად ცხიმწასმულ მაფინის ფორმებში-ცომი, ზემოდან ნუტელა და ისევ ცომი.

გამოაცხვეთ მაფინები 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ ტემპერატურა 175 გრადუსზე დააყენეთ და კიდევ 15-17 წუთი გამოაცხვეთ. გააგრილეთ მაფინები. ერთ ჯამში აურიეთ დარიჩინი და შაქარი, მეორე ჯამში გაალღვეთ კარაქი. აიღეთ მაფინი და ჩააწეთ მისი ზედა ნაწილი კარაქში, შემდეგ დარიჩინის და შაქრის ფხვნილში.

გემრიელად მიირთვით!

განიხილე სტატია ფორუმში (0 გამოხმაურება).