შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა


სიახლეები ფორუმზე

ხაჭოს ნამცხვარი

retseptebi_xachos_namcxvari

ყველაზე გემრიელი ხაჭოს დესერტი.

ინგრედიენტები:

9% ხაჭო-500გრ(მშრალი)

4 კვერცხი

150გრ შაქარი

100გრ კარაქი

ერთი ლიმნის ცედრა

ნახევარი ჭიქა ქიშმიში

1 სუფრის კოვზი მანანის ბურღული

მინანქარი:

1 სუფრის კოვზი კარაქი

2 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი

2-3 სუფრის კოვზი არაჟანი

2 სუფრის კოვზი შაქარი

მომზადების წესი:

ხაჭო ათქვიფეთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასისი მიღებამდე. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გულები შაქართან ერთად.

retseptebi_xachos_namcxvari_2

ხაჭოს დაუმატეთ ქიშმიში, ოთახის ტემპერატურის კარაქი, ლიმნის ცედრა, მანანის ბურღული და ათქვეფილი კვერცხის გულები.

retseptebi_xachos_namcxvari_3

retseptebi_xachos_namcxvari_4

აურიეთ ერთგვაროვანი მასისი მიღებამდე.

ათქვიფეთ ცილები მყარი ქაფის კონსისტენციამდე.

retseptebi_xachos_namcxvari_5

ათქვეფილი ცილები დანარჩენ მასას დაუმატეთ და კოვზით აურიეთ.

retseptebi_xachos_namcxvari_6

საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და დააფინეთ საცხობი ქაღალდი.

retseptebi_xachos_namcxvari_7

გადაიტანეთ ხაჭოს მასა ფორმაში და მოათავსეთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 50-60 წუთით. თუ ნამცხვრის ზედაპირი დაიწყებს გაყავისფრებას გადააფარეთ ფოლგა.

retseptebi_xachos_namcxvari_8

მზა ნამცხვარი გამოიღეთ ღუმელიდან, კარგად გააგრილეთ და მხოლოდ შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან.

მინანქრის მოსამზადებლად მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ქვაბში და დაბალ ცეცხლზე მიიყვანეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

retseptebi_xachos_namcxvari_9

ნამცხვარს წაუსვით მინანქარი და შეინახეთ რამოდენიმე საათით მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!

 

 

 

განიხილე სტატია ფორუმში (0 გამოხმაურება).


ამინდი


ვალუტის კურსი