Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411

Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411
4Lady.ge - რატომ გვჭირდება ცხოველური ცხიმი

შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა


სიახლეები ფორუმზე

No posts to display.

რატომ გვჭირდება ცხოველური ცხიმი

ratom_gvchirdeba_cxoveluri_cximi_1თქვენ დიეტაზე ხართ და მაინც ვერ იკლებთ წონაში? სრულიად შესაძლებელია თქვენ ცხოველური ცხიმები არ გყოფნით. ყოველდღე მსოფლიოში მილიონობით ადამიანი, რომლებიც წონაში დაკლებას ცდილობს, ყიდულობს დაბალცხიმიან ან უცხიმო პროდუქტებს, როგორებიც არის ხაჭო, ყველი, კარაქი.

რთული გასაგები არ არის თუ რატომ იქცევიან ისინი ასე: ცხიმები(მცენარეული და ცხოველური) ჩვენი რაციონის ყველაზე კალორიული კომპონენტია. 1გრ ცხიმის დაშლისას თავისუფლდება 9კკალ, როდესაც 1გრ ცილის ან ნახშირწყლის დაშლისას მხოლოდ 4კკალ თავისუფლდება. ამის გარდა ცხიმები უფრო მიდრეკილები არიან ორგანიზმში მარაგის სახით დაილექონ, მათი გადამუშავება და მონელება უფრო რთულია და მეტ დროს საჭიროებს. ამ ყველაფრის მიუხედავათ დიეტოლოგების აზრით სიმსუქნით დაავადებული ადამიანების რიცხვის მომატების ერთერთი მიზეზია მოდაში შემოსული უცხიმო პროდუქტები.

ratom_gvchirdeba_cxoveluri_cximi_2

ეს ამერიკის მაგალითზეც კარგად ჩანს. წინა საუკუნის ბოლოს ამერიკამ ომი გამოუცხადა ცხოველურ ცხიმებს, მაშინ ექიმები თვლიდნენ მათ  კვების არასაჭირო კომპონენტებად, რომლებიც მხოლოდ აპროვოცირებენ გულსისხლძარღვთა დაავადებებს, დიაბეტს და სიმსუქნეს. და როგორც აღმოჩნდა ათწლეულის შემდეგ-ეს დიდი შეცდომა ყოფილა.

სინამდვილეში ძირითადი მიზეზი ამ დაავადებებისა იყო არაბალანსირებული, ძალზედ კალორიული რაციონი, ოფისში მომუშავე ხალხის მატება და სამსახური-სახლის ცხოვრების სტილი. ხოლო „უსარგებლო“ კომპონენტი როგორც აღმოჩნდა საკმაოდ საჭირო ყოფილა. დიეტოლოგ მაია ქობულიასთან ერთად  ჩვენ დავთვალეთ 7 მიზეზი იმისა, რომ არ ამოიღოთ ცხიმები დიეტიდან.

ratom_gvchirdeba_cxoveluri_cximi_3

ესეიგი ცხიმები:

აძლიერებენ იმუნიტეტს

„ცხოველური ცხიმი, კარაქი, კვერცხის გული შეიცავენ არაქიდონის მჟავას, რომელიც არის შეუცვლელი, ანუ ის არ წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში. ის მატებს ორგანიზმს ბრძოლისუნარიანობასა და მდგრადობას სხვადასხვა დაავადებების მიმართ და აძლიერებს იმუნურ სისტემას-ამბობს მაია ქობულია. თუ ორგანიზმი მის ნაკლებობას განიცდის, ორგანიზმის დამცავი ფუნქციები ქვეითდება. აგრეთვე მატულობს სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადებებისკენ მიდრეკილება“.

იცავენ ნერვულ სისტემას

ცხოველური ცხიმები არიან ნერვული ქსოვილის შემადგენელი ნაწილები, ამიტომაც რაციონიდან მათი სრულებით ამოღება არ არის რეკომენდირებული. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ არასაკმარისი რაოდენობით ცხიმოვანი მჟავების მიღება აპროვოცირებს ნერვული სისტემის აშლილობებს, როგორიც არის ალცჰეიმერის დაავადება და მოუსვენარი ფეხების სინდრომი. ბევრი დაბალცხიმოვან დიეტაზე მყოფი მანდილოსანი აღნიშნავს კონცენტრაციის და მეხსიერების გაუარესებას.

ratom_gvchirdeba_cxoveluri_cximi_4

არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას

ცხოველური ცხიმების მნიშნელოვან ნაწილს წამოადგენს  ფოსფოლიპიდები. ყველაზე ცნობილი-ლეციტინი გახლავთ, რომელიც სინთეზირდება ჩვენს ორგანიზმში. მიუხედავად ამისა საკვებში მისი ხანგძლივი დეფიციტი იწვევს ღვიძლში ცხიმების დაგროვებას. ამიტომაც ლეციტინით მდიდარი საკვები(კვერცხი და ღვიძლი) არავითარ შემთხვევაში არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან.

არეგულირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს

ერთის მხრივ ტრადიციულად ითვლება, რომ „ანტიქოლესტერინული“ დიეტა ორჯერ ამცირებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს. მეორეს მხრივ-ქოლესტერინის დიდი ნაწილი(მას აქვს ბევრი მნიშნელოვანი ფუნქცია) გამომუშავდება ჩვენი ორგანიზმის მიერ. იმ პირობებში როდესაც ქოლესტერინი არ ხვდება ორგანიზმში კვებით, შესაძლებელია ამ რთული პროცესის დარღვევა. „საბოლოოდ ქოლესტერინის დონე მატულობს-ამატებს მაია ქობულია.-აი რატომაც ზოგიერთ მანდილოსანს რომლებიც იცავენ უცხიმო დიეტას სისხლში ქოლესტერინის დონე მაღალი აქვთ“.

ანაყრებენ

ratom_gvchirdeba_cxoveluri_cximi_5

ის რომ ცხოველური ცხიმების შემცველი საკვები უკეთ ანაყრებს ყველასათვის ცნობილია. ჰკითხეთ თქვენ თავს თუ რა უფრო დაგანაყრებთ: მოხარშლი კანგაცლილი ქათმის ფილე თუ ცხიმნარევი ღორის მწვადი? ამიტომ თუ არ გინდათ ქრონიკული შიმშილის გრძნობა გაწუხებდეთ, პერიოდულად მიიღეთ კარაქი, მაგარი ყველი ან ოდნავ ცხიმიანი ხორცი.

აუმჯობესებენ კანს და მხედველობა

ცხოველური ცხიმები რეტინოლს შეიცავენ-„ცხოველური“ ვიტამინი ა. ის აუმჯობესებს მხედველობას, მატებს კანის სიმკვრივეს. მისი ნაკლებობის შემთხვევაში კანი შრება და იქერცლება, ნელნელა უარესდება მხედველობა.

ასტიმულირებენ ტესტოსტერონის გამოყოფას

„ცხოველური ცხიმები ეხმარებიან ჩვენს ორგანიზმს მამაკაცური ჰორმონ ტესტოსტერონის გამოყოფაში. მისი შემცირება ძალიან ნეგატიურად ისახება როგორც მამაკაცების ასევე მანდილოსნების ჯანმრთელობასა და ზოგად მდგომარეობაზე. ამიტომაც ცოტაოდენი ყველი, ხორცი თუ კარაქი მხოლოდ დაგეხმარებათ იმაში რომ თავი კარგად იგრძნოთ.

ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი: რამდენი ცხიმი უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ წონაში დავიკლოთ.

ორგანიზმისთვის საჭირო ცხიმების რაოდენობა დამოკიდებულია სქესზე, ასაკზე, შრომის სახეობაზე, ფიზიკურ აქტივობაზე და შეადგენს ნორმალური წონის ჯანსაღი ადამიანისთვის არა უმეტეს 30% რაციონის კალორიულობიდან(მაგ 1-1,3გ ცხიმი 1კგ სხეულის მასაზე). ასე მაგალითად 60 კგ მანდილოსანს ესაჭიროება 60-80გრ ცხიმი დღეღამეში. აქედან 2/3 უნდა იყოს ცხოველური წარმოშობის ცხიმი, მაგალითად 35 გრ პარმეზანი, 20გრ კარაქი და 90გრ საქონლის ხორცი.

ratom_gvchirdeba_cxoveluri_cximi_6

თევზის ცხიმზე ჯობია ცალკე ვისაუბროთ. ცხოველურისგან განსხვავებით მას ექიმები ყოველთვის თვლიდნენ სასარგებლოდ-მის შემადგენლობაში ხომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებია. ბევრი კვლევის თანახმად ისინი აფერხებენ გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას და აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას. ომეგა 3-ს საუკეთესო წყაროა ცხიმიანი თევზი. ამ ნივთიერების ნორმის მისაღებად საკმარისია მიირთვათ 100-150გრ თევზი კვირაში 2-3ჯერ. ხოლო იმისათვის რომ „თევზის“ დღეს ზედმეტი ცხიმები არ მიიღოთ(თევზის ფილეში შეიძლება 15გრ ცხიმი იყოს) მოამზადეთ ის ორთქლზე და მიირთვით ის ბოსტნეულთან ერთად. იმ შემთხვევაში თუ თევზზე ალერგია გაქვთ, მიირთვით ნიგოზი-ისინიც ომეგა 3-ის წყარო გახლავთ.

მოწოდებული ინფორმაციისთვის მადლობას ვუხდით ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგ მაია ქობულიას.

იყავით ჯანმრთელები!

განიხილე სტატია ფორუმში (1 გამოხმაურება).