Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411

Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411
4Lady.ge - მწვანე ყავა - წონაში დასაკლები ახალი საშუალება

შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა


სიახლეები ფორუმზე

No posts to display.

მწვანე ყავა - წონაში დასაკლები ახალი საშუალება

mtsvane_yava_1რა არის მწვანე ყავა და როგორ დაგვაკლებინებს ის წონაში?

მწვანე ყავა - დიეტოლოგების ახალი აღმოჩენაა, რომელიც 2012 წლიდან სწრაფად კრიფავს პოპულარობას. მისი ცხიმის წვის ეფექტი სკრენტონის უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა, შემდგომ ის აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტების რამოდენიმე ჯგუფმა დაამტკიცა.

მწვანე ყავის გაყიდვების პიკი ამერიკის შეერთებულ შტატებშია - მას იყენებს ბევრი ვარსკვლავი, ისეთები როგორიც არის კეტი პერი, ჯენიფერ ლოპესი, დემი მური და სხვანი.

mtsvane_yava_2

ამ ყავის საიდუმლო მის უნიკალურ შემადგენლობაში მდგომარეობს. ის მდიდარია ქლოროგენული მჟავით და ანტიოქსიდანტებით, რომელთა შემცველობა რამოდენიმეჯერ მეტია მწვანე ჩაისთან შედარებით. ყავა აქტიურად შლის საჭმელთან ერთად მიღებულ ცხიმებს და ამცირებს მადას. აქედან გამომდინარე ის არა მხოლოდ კარგი დამხმარეა დიეტის დროს, არამედ ეფექტურია როგორც დამოუკიდებელი წონაში დასაკლები საშუალება.

mtsvane_yava_3

მწვანე ყავა - ჩვეულებრივი ყავის მოუხალავი მარცვლებია. ის არაფრით განსხვავდება ჩვენთვის ჩვეული შავი ყავისგან, რომელსაც  ყოველდღე ვიღებთ. მწვანე ყავაც ჩვეულებრივად მოყავთ პლანტაციებზე, კრიფავენ დამწიფების დროს და აცლიან რბილობს. დარჩენილ კურკას აშრობენ და იმის ნაცვლად რომ მოხალონ, პირდაპირ დასაფქვავათ უშვებენ.

მაშინ რატომ გვეხმარება წონის დაკლებაში მხოლოდ მწვანე ყავა? რითი ჩამოუვარდება მოხალული შავი ყავა მწვანეს? საქმე იმაშია, რომ მოხალვის პროცესი კარდინალურად ცვლის ყავის ქიმიურ შემადგენლობას და ანადგურებს მის დიეტურ ეფექტს. ქლოროგენის მჟავა და ანტიოქსიდანტები იშლებიან თერმული დამუშავების პროცესში, ხოლო კოფეინის შემცველობა მატულობს. ამიტომაც ჩვეულებრივი შავი ყავა არ გვადგება წონასთან ბრძოლის პროცესში, ხოლო  მწვანე ყავა არ გვაფხიზლებს.

mtsvane_yava_4

რთული დასაჯერებელია, მაგრამ მწვანე ყავის ექსტრაქტი წვავს ცხიმს ყოველგვარი დიეტის და ფიზიკური დატვირთვების გარეშეც. ექსპერიმენტებმა ანახეს, რომ წონაში კლება მიმდინარეობდა იმ ადამიანებშიც კი, რომლებმაც საერთოდ არ შეცვალეს თავისი კვებითი რაციონი. მწვანე ყავის ექსტრაქტს არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. ის სიფრთხილით უნდა მიიღონ მათ ვისაც აქვს დიაბეტი, გლაუკომა, სისხლის შედედების დარღვევები და გაღიზიანებული სწორი ნაწლავის სინდრომი.

იყავით ჯანმრთელები!

განიხილე სტატია ფორუმში (0 გამოხმაურება).