Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411

Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411
4Lady.ge - 10 კვებითი შეცდომა რომლებიც ანელებენ მეტაბოლიზმს

შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა


სიახლეები ფორუმზე

No posts to display.

10 კვებითი შეცდომა რომლებიც ანელებენ მეტაბოლიზმს

10_kvebiti_shecdoma_romlebic_aneleben_merabolizms_1

არ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ იქნებ თქვენ თვითონ ანელებთ მეტაბოლიზმს? გაეცანით კვების ძირითად წესებს, რომლებიც დაგეხმარებიან მეტაბოლიზმის აჩქარებაში და წონის დაკლებაში.

ალბათ გაგიგიათ იმის შესახებ, რომ მეტაბოლიზმი ანუ ნივთიერებათა ცვლა ასაკთან ერთად  ნელდება. ამის მიუხედავათ მეცნიერები გვირჩევენ არ დავყაროთ დროზე ადრე ფარხმალი, რადგანაც კვებაშ მარტივი ცვლილებების განხორციელებით ჩვენ ისევ შეგვიძლია ავაჩქაროთ ის. საშუალოდ მანდილოსანი წლის განმავლობაში 1,5-2 კილოგრამს იმატებს, რაც 50 წლისათვის 20 კილოგრამს აღწევს. თუ რასაკვირველია ის არ შეეცდება შეინარჩუნოს კუნთური მასა და ჰორმონალური ბალანსი, პლუს სტრესი რომელიც აგრეთვე ანელებს ცხიმის წვის პროცესს.

პირველი და უმთავრესი იმისათვის, რომ დაეხმაროთ ორგანიზმს წონის დაკლებაში, დარწმუნდით რომ თქვენი საკვების პორცია 400კალორიის ფარგლებშია. ეს ის რაოდენობაა რომელიც დაგანაყრებთ და დააკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნებს.

1 მიზეზი-თქვენ არ ჭამთ საკმარისს

10_kvebiti_shecdoma_romlebic_aneleben_merabolizms_2

რასაკვირველია იმისათვის, რომ დაიკლოთ წონაში თქვენ უნდა შეამციროთ დღიური კალორიების რაოდენობა, მაგრამ არ გადააჭარბოთ! იმ შემთხვევაში თუ თქვენ იღებთ იმაზე ნაკლებ კალორიას რაც სჭირდება ორგანიზმს ბიოლოგიური ფუნქციების შენარჩუნებისათვის(დაახლოებით 1200 კალორია), ორგანიზმი ავტომატურად შეანელებს მეტაბოლიზმს. ამის გარდა ორგანიზმი დაიწყებეს კუნთური ქსოვილის გამოყენებას ენერგიის წყაროდ, რაც ძალიან ცუდია რადგანაც კუნთური ქსოვილი მოსვენებულ მდგომარეობაში მეტ კალორიას წვავს ვიდრე ცხიმოვანი.

მიიღეთ სრულფასოვანი საკვების პორცია (400-430კალორია) დღეში სამჯერ და წაიხემსეთ მათ შუალედებში(150კალორია) ორჯერ - ასე თქვენ შეინარჩუნებთ მეტაბოლიზმის საჭირო დონეს.

2 მიზეზი-უარს ამბობთ კოფეინზე

10_kvebiti_shecdoma_romlebic_aneleben_merabolizms_3

კოფეინი ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულანტია-მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დააჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა 5-დან 8%-მდე, რაც დაახლოებით 98-დან 174 კალორიას უდრის. იაპონიაში ჩატარებული კვლევების თანახმად, მწვანე ჩაის ერთი ჭიქა მეტაბოლიზმს 12% -ით ზრდის, მას ამაში ანტიოქსიდანტი ქატექინები ეხმარებიან.

3 მიზეზი-თქვენი ნახშირწყლები თეთრია

10_kvebiti_shecdoma_romlebic_aneleben_merabolizms_4

შეეცადეთ თეთრი პურის და ფქვილის ნაცვლად მიიღოთ უხეშად დამუშავებული ხორბლის პური და მაკარონი. ნახშირწყლების ძირითად წყაროთ ხილი და ბოსტნეული აქციეთ. კვლევების თანახმად ზოგიერთ უჯრედისის ნაირსახეობას შეუძლია ცხიმისწვის პროცესი 30%-ით გაზარდოს. მიიღეთ 25 გრამი უჯრედისი-ამისათვის დღეში უნდა მიიღოთ 3 ცალი ხილი და მაგდენივე ბოსტნეული.

4 მიზეზი-ოთახის ტემპერატურის წყალი

10_kvebiti_shecdoma_romlebic_aneleben_merabolizms_5

გერმანელი მეცნიერების აზრით 6 ჭიქა ცივი წყლის მიღებით თქვენ დაწვავთ 50 კალორიას.

5 მიზეზი-პესტიციდებით დაფარული საკვები

10_kvebiti_shecdoma_romlebic_aneleben_merabolizms_6

კანადელი მეცნიერების კვლებიდან ჩანს, რომ იმ ადამიანებს უჭირთ წონაში დაკლება ვის ორგანიზმშიც დიდი რაოდენობით დაგროვილია პესტიციდები(ზოგიერთი მათგანი ცხიმოვან ქსოვილში გროვდება). სხვა კვლევების თანახმად პესტიციდები არა მხოლოდ აფერხებენ წონაში კლებას არამედ იწვევენ მის მომატებასაც კი. ამიტომ ყოველთვის შეეცადეთ შეიძინოთ ორგანული ატმები, ვაშლები, ბულგარული წიწაკა, სალათის ფურცლები, მარწყვი და მსხალი, რადგანაც ეს ხილი და ბოსტნეული ყველაზე მეტი რაოდენობით იგროვებენ პესტიციდებს.

6 მიზეზი-თქვენ კერძებს ცილა აკლია

10_kvebiti_shecdoma_romlebic_aneleben_merabolizms_7

შეეცადეთ, რომ ყველა თქვენი საჭმლის პორცია შეიცავდეს ცილებს. ორგანიზმისთვის ის აუცილებელია, მის გარეშე შეუძლებელია კუნთური მასის შენარჩუნება. კვლევების თანახმად ცილა აჩქარებს კალორიების წვას საკვების მიღების შემდეგ 35%-ით და გახსოვდეთ, რომ არ არის აუცილებელი ცილა ცხოველური წარმოშობის იყოს.

7 მიზეზი-რკინის ნაკლებობა

10_kvebiti_shecdoma_romlebic_aneleben_merabolizms_8

რკინით მდიდარი საკვები აუცილებელია, რათა კუნთებს მიეწოდოს ჟანგბადი ენერგიის დახარჯვის მომენტში. კლიმაქსის დადგომამდე მანდილოსნები ყოველთვე კარგავენ რკინის მარაგს. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა ამ მარაგის შევსება, ორგანიზმი დასუსტდება და შესაბამისად შენელდება მეტაბოლიზმიც.

8 მიზეზი-დ ვიტამინის ნაკლებობა

10_kvebiti_shecdoma_romlebic_aneleben_merabolizms_9

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ვიტამინი "დ" აუცილებელია კუნთური ქსოვილის შენარჩუნებისთვის, რომელიც გვეხმარება მეტაბოლიზმის დონის ენარჩუნებაში. ჩართეთ "დ" ვიტამინით მდიდარი ზღვის პროდუქტები თქვენს რაციონში.

9 მიზეზი-ალკოჰოლი

10_kvebiti_shecdoma_romlebic_aneleben_merabolizms_10

უარი თქვით მეორე კოქტეილზე. როდესაც ორგანიზმში ხვდება ალკოჰოლი, ხდება ცხიმის დაშლის პროცესის შეფერხება, რადგანაც ორგანიზმი ალკოჰოლს იყენებს საწვავის სახით. საშუალოდ ორი ჭიქა მარტინი ამცირებს ცხიმის წვას 73%მდე.

10 მიზეზი-რძის პროდუქტების ნაკლებობა

10_kvebiti_shecdoma_romlebic_aneleben_merabolizms_11

არის ბევრი კვლევის შედეგები, რომლებიც ნათლად აჩვენებენ, რომ კალციუმის ნაკლებობა, რომელიც ბევრ მანდილოსანს აწუხებს, ანელებს მეტაბოლიზმს. კვლევების თანახმად კალციუმის მიღება, დაბალცხიმიანი რძის პროდუქტებიდან, აფერხებს ცხიმის შეწოვას სხვა საკვებიდან.

 

განიხილე სტატია ფორუმში (0 გამოხმაურება).