Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411

Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411
4Lady.ge - ვიტამინი A კიბოს იწვევს

შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა


სიახლეები ფორუმზე

No posts to display.

ვიტამინი A კიბოს იწვევს

janmrteloba_vitamini_a

ვიტამინი A დიდი ხანია ექიმებისთვის ცნობილია, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი.

ანტიოქსიდანტები ეხმარებიან ორგანიზმს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში და ამით ონკოდაავადებებისგან გვიცავენ. ამის მიუხედავათ ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ A ვიტამინის შემცველი დანამატების მიღება სრულიად საპირისპირო ეფექტს იძლევა.

ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინი გარდაიქმნება ორგანოების ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ბეტა-კაროტინად. ბუნებრივი სახით ის გვხვდება ფოთლოვან ბოსტნეულში და სტაფილოში. ამის გარდა ეს ვიტამინი შედის პრაქტიკულად ყველა ვიტამინურ კომპლექსში. პრეპარატებიდან წარმოებული ბეტა-კაროტინი, როგორც აქამდე ითვლებოდა ძალიან სასარგებლოა მწეველებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ თუ მწეველი იღებს საკვებიდან ბევრ ბეტა-კაროტინს მისი ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა კიბოს უჯრედების მიმართ მატულობს.

janmrteloba_vitamini_a_2

ბრიტანეთის ჯანდაცვის კომიტეტის სპეციალისტებმა შეამოწმეს, თუ რამდენად არის შესაძლებელი ბეტა-კაროტინის ბაზაზე საკვები დანამატის შექმნა, რომელიც გაუმკლავდება ონკოლოგიურ დაავადებებს. 8 წლიანი ექსპერიმენტი, რომლის დროსაც მისი მონაწილეები იღებდნენ ბეტა-კაროტინის დოზას კრახით დამთავრდა. აღმოჩნდა, რომ ხელოვნური ვიტამინის სახით ეს ნივთიერება სულ სხვაგვარად მოქმედებს ბუნებრივთან შედარებით : ის არ ამცირებს არამედ მატებს ონკოდაავადებების რისკს. მაჩვენებლები მონაწილეებში 25%-ით გაიზარდა, რის შემდეგაც ექსპერიმენტი სასწრაფოდ შეწყვიტეს.

ექსპერტები გვირჩევენ (განსაკუთრებით კი მწეველბს) შევამციროთ დიდი დოზით A ვიტამინის შემცვლელი კომპლექსების მიღება. ორგანიზმს ეხმარება მხოლოდ ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც საკვებშია.

იყავით ჯანმრთელები!

 

 

 

განიხილე სტატია ფორუმში (0 გამოხმაურება).