Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411

Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411
4Lady.ge - რითია სასარგებლო ასკილი

შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა


სიახლეები ფორუმზე

No posts to display.

რითია სასარგებლო ასკილი

janmrteloba_sasargeblo_askili

ვერც ერთი მცენარე ვერ შეედრება ასკილს სასარგებლო თვისებებით.

ის ვიტამინების განძია და ხალხური სიბრძნის თანახმად შვიდ ექიმს უდრის. რამოდენიმე საუკუნის წინ ასკილს ბევრი დაავადების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ იყენებდნენ. მოგვიანებით ოფიციალურმა კვლევებმა მთლიანად დაადასტურა ასკილის სამკურნალო თვისებები და ამის გარდა კიდევ აქამდე უცნობი თვისებებიც აღმოაჩინა.

ასკილის ნაყოფში ვიტამინი C ათჯერ მეტია ვიდრე შავ მოცხარში, 50-ჯერ მეტია ვიდრე ლიმონში და 100-ჯერ მეტია ვიდრე ვაშლში. ამ ვიტამინის გარდა ასკილის ფოთლები და ყავილები შეიცავენ B ჯგუფის, K, P ვიტამინებს და კაროტინს. ასკილის ნაყოფი მდიდარია ადამიანისთვის აუცილებელი ორგანული მჟავებით, ეთერ-ზეთებით, მიკროელემენტებით და სხვა ნივთიერებებით.

janmrteloba_sasargeblo_askili_2

მედიცინა თვლის, რომ ასკილს გააჩნია ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, გამაჯანსაღებელი და სკლეროზის საწინააღმდეგო თვისებები. ქალბატონებისთვის სასიამოვნო ბონუსი - ასკილი ნივთიერებათა ცვლასაც აჩქარებს. მისი ნაყოფის წვენი და ნაყენი გამოიყენება ორგანიზმის გამოფიტვის და ანემიის სამკურნალოდ, ინფექციების, გასტრიტის(დაბალი მჟავიანობით), ათეროსკლეროზის, ჰიპერთონიის დროს - ასკილის მიღების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

ასკილის ნაყენი და ჩაი სასარგბელოა სრულიად ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც, რადგანაც ის მატებს ორგანიზმს მდგრადობას და ბრძოლისუნარიანობას ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, რაც განსაკუთრებით აქტუალურია შემოდგომა/ზამთრის პერიოდში.

იყავით ჯანმრთელები!

 

განიხილე სტატია ფორუმში (0 გამოხმაურება).