Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411

Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411
4Lady.ge - ტესტი. თქვენი ნახატები

შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა


სიახლეები ფორუმზე

No posts to display.

ტესტი. თქვენი ნახატები

janmrteloba_testi_naxatebi

ყვავილები, გულები, ხვეულები, ფისოები, თვალები - რას არ ხატავენ ადამიანები ტელეფონზე საუბრის ან კრებაზე ყოფნის დროს.

ხატავენ და ხშირად ვერც ხვდებიან რომ მათი „შედევრები“ შეიძლება შეფასდეს ფსიქოლოგიის და გრაფოლოგიის მიერ.

სწორი ხაზებით შექმნილი ფიგურები

janmrteloba_testi_naxatebi_2

არ აქვს მნიშვნელობა როგორია ნახატი: 3D-ში შექმნილი მოცულობითი ფიგურა თუ პრიმიტიული კვარდატები-მართკუთხედები-სამკუთხედები მეტყველებენ, რომ მათი ავტორი ძალიან ორგანიზებული პიროვნებაა. თუ გეომეტრიული ფიგურები ერთმანეთს ფარავენ და ედებიან ერთი მეორეზე ეს მეტყველებს იმაზე, რომ ავტორს პრობლემური სიტუაციიდან გამოსავლის მოანხვა  გართულებული აქვს. უნდა შეფასდეს ხაზების სისქეც - სქელი, მკაფიო შტრიხები მეტყველებენ რომ „მხატვარი“ მიზანმიმართული ადამიანია და ხშირად აღწევს საწადელს. თუ ფანქარზე დიდი დაწოლაა და სურათი თითქოს ჩაბეჭდილია ქაღალდში, მაშინ მისმა ავტორმა უნდა ისწავლოს მოდუნება და სიამოვნების მიღება ცხოვრებისგან იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით შეკრული მუშტებით იმოძრაოს დასახული მიზნისკენ.

ყვავილები-ხვეულები

janmrteloba_testi_naxatebi_3

ვარდების თაიგულები, ფერადი გვირილები და სხვა ყვავილები, რომლებიც არ არიან მცენარეების ატლასში იხატებიან გულისხმიერი და კომუნიკაბელური ადამიანების მიერ, რომელთაც ექსტრავერსია ახასიათებთ. მათთან კომფორტულია სამსახურეობრივი პრობლემების განხილვა, სიცილი და ჭორაობაც კი. დააკვირდით ნახატის დეტალებს: რაც უფრო დაწვრილებით არის შესრულებული ნახატი, მით მრავალმხრივი ინტერესები გააჩნია მის ავტორს. თუ კომპოზიციაში ყვავილების გარდა არის ბალახი ან ხეები, მაშინ სავარაუდოთ თქვენს წინ ძალიან პოზიტიური ადამიანია.

აბსტრაქციონიზმი

janmrteloba_testi_naxatebi_4

ნახატებს კანდინსკის ან მალევიჩის სტილში ხატავენ კრეატიული ადამიანები, რომლებსაც სულაც არ სურთ მნიშვნელოვანი და საჭირო, მაგრამ მოსაწყენი საქმეებით დაკავება. აბსტრაქტული ჩანახატების გაკეთება საკმაოდ ეფექტური საშუალებაა სტრესთან ბრძოლაში. რაც უფრო ფანტაზიით სავსეა ნახატი,  მით უფრო ემოციონალურია მისი შემქმნელი. კრეატიული ნახატების ავტორებს არ უყვართ როდესაც ვინმე ცდილობს მათი ჩანაფიქრების გაგებას - მათ ურჩევნიათ თავისი ფიქრების და აზრების თავისთვის შენახვა.

თვალები

janmrteloba_testi_naxatebi_5

ადამიანები რომლებიც თვალებს ხატავენ, სხვებზე მეტად მიდრეკილები არიან ფილოსოფიური ფიქრების მიმართ. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ზუსტად მათ მიერ დახატული თვალი მეტყველებს თუ რამდენად არის ადამიანი კმაყოფილი თავისი სამსახურით. თუ ნახატი ფურცლის ზედა კიდესთან არის განლაგებული, მაშინ მისი ავტორი კმაყოფილია პერსპექტივით ან საინტერესო პროექტით თუ დავალებით. იმ შემთხვევაში თუ ნახატი ქვედა ბოლოსკენ არის განლაგებული, მაშინ რბილად რომ ვთქვათ ახლანდელი საქმე ნახატის ავტორს არ აღაფრთოვანებს. ამის გარდა ამ ნახატით შესაძლოა ვიმსჯელოთ ტემპერამენტზეც - მარცხნივ თვალებს ხატავენ ზანტი და ნელი ადამიანები, თუმცა ისინი ყველაფერს საფუძვლიანად აკეთებენ. მარჯვნივ - პირიქით, ადამიანები-ენერჯაიზერები რომლებსაც ყველაფერი სწრაფად გამოსდით.

კატა/ცხოველები

janmrteloba_testi_naxatebi_6

ადამიანი რომლის რვეულშიც თათბირის შემდეგ ზოოპარკი ჩნდება როგორც წესი კარგი გუნდური მოთამაშეა, რომელიც თავისთავზე ფიქრობს როგორც ერთი დიდი მთლიანის ნაწილზე. ასეთმა ადამიანებმა იციან მოსმენა, დახმარება და ლიდერის თანადგომა. თუ უფრო კონკრეტულად განვიხილავთ სურათებს მაშინ დახატული კატა იმის ნიშანია, რომ ადამიანს სიახლოვე არყოფნის, ჩიტები თავისუფლების სურვილზე მეტყველებენ, ნიანგები-ძალაუფლების წყურვილზე, სპილოები კი კარგ თვითშეფასებაზე.

გულები

janmrteloba_testi_naxatebi_7

გული ალბათ ერთერთი ყველაზე ხშირად გამუხატული ფიგურაა. არ არის საჭირო იყო ფსიქოლოგი იმისათვის, რომ მიხვდე რაზე მეტყველებს ის: როგორც წესი ეს ახალი რომანტიული ურთიერთობის ან ახალი დაწყებული მხურვალე რომანის ნიშანია. დააკვირდით გულის ფორმას: რაც უფრო მომრგვალებული და დიდი ზომის გულია, მით ემოციონალურია ნახატის ავტორი. თუ მთელი სურათი გულებით არის დაფარული, მაშინ ავტორი ზემგრძნობიარე პიროვნებაა, რომელსაც უყვარს გაბუტვა და თან ხშირად ამას უმიზეზოდ აკეთებს. თუ ნახატი სქემატურად არის შესრულებული - ცალკეული შტრიხებით, მაშინ თქვენს წინ აგრესიისკენ მიდრეკილი პიროვნებაა, რომელიც ყოველთვის პირველ რიგში თავისთავზე ფიქრობს. გულის ფორმა უფრო სამკუთხედს წააგავს ვიდრე წრეს? ამ ესკიზის ავტორი უკრძალავს თავისთავს სისუსტეების გამოვლენას სხვების წინ.

დაბოლოს - წარწერა: თუ ადამიანი განუწყვეტლივ თავის სახელს წერს - არ ელოდოთ მისგან მეგობრულ თანადგომას, რადგანაც ეს ძლიერი ეგოიზმის ნიშანია.

 

განიხილე სტატია ფორუმში (0 გამოხმაურება).