ღამის სეანსების საშიშროება

თუ თქვენ „ბუ“ ხართ და ამჯობინებთ ღამის ცხოვრებას, გაგიჩნდათ კიდევ ერთი მიზეზი შეცვალოთ დღის რეჟიმი.
ჟურნალ Molecular Psychiatry-ში გამოქვეყნდა ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც ამერიკაში ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ღამით ტელევიზორის ყურებამ შეიძლება ადამინი ღრმა დეპრესიამდე მიიყვანოს.

ექსპერიმენტი ოჰაიოს უნივერსიტეტის ნევროლოგებმა ზაზუნებზე ჩაატარეს. მღრღნელების ერთი ჯგუფი, ცხოვრობდა სტანდარტული დღეღამური ციკლით: 8 საათი სრული სიბნელე და 16 საათი დღის განათება. მეორე ჯგუფი იგივე 16 საათს დღის შუქის ქვეშ ცხოვრობდნენ, მაგრამ ღამეს პიველი ჯგუფისგან განსხვავებით დაბალი შუქის პირობებში ატარებდნენ, ისეთი როგორიც სიბნელეში ჩართულ ტრელევიზორს აქვს. ზუსტად ეს მეორე ჯგუფი დაზარალდა, 4 კვირიანი „ჩართული ტელევიზორის“ რეჟიმის შემდეგ, მღრღნელებმა დაიწყეს დეპრესიის ნიშნების გამოვლენა - იყვნენ მოთენთილები და აპათიურები, არ რეაგირებდნენ ჩვეულ მოტივატორებზე, უარს ამბობდნენ საკვებზე.
ზაზუნების ამგვარი საქციელი, მეცნიერების აზრით აიხსნებოდა ტვინში მომხდარი ცვილილებებით. იმ ზაზუნების ტვინში, რომლებიც ღამეს დაბალი შუქის პირობებში ატარებდნენ უაქტიურდებოდათ ცილა, რომლის გაზრდილი კონცენტრაცია აპროვოცირებს ფსიქიკის დესტრუქტიულ ცვლილებებს.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური დამოკიდებულება ამ ცილის მიმართ აქვს ადამიანის ორგანიზმსაც. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ხშირი ხელოვნური შუქის ზემოქმედება ღამის პერიოდში, თამაშობს მნიშვნელოვან როლს გახშირებულ დეპრესიის შემთხვევებში.
„კარგი ამბავი მათთვის ვინც გვიანობამდე ზის ტელევიზორის ან კომპიუტერის წინ, მდგომარეობს იმაში რომ ადამიანმა უბრალოდ ნორმალური დღის განრიგი უნდა დაიბრუნოს, ეს მნიშნელოვნად შეუმცირებს დეპრესიის დამანგრეველ გავლენას“-თვლის კვლევის ხელმძღვანელი, ნევროლოგიის კათედრის დოქტორანტი ტრეისი ბედროსიანი.