შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა


სიახლეები ფორუმზე

Notice: Undefined index: data in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/plugins/system/jsocial_comments/jsocial_comments.php on line 407

მწვანე ჩაი

mtsvane_chaiმწვანე ჩაის სასარგებლო თვისებებზე ბევრს წერენ და ლაპარაკობენ, შესაბამისად ყველას აინტერესებს: მართლაც ესეთი სასარგებლოა მწვანე ჩაი? შეიძლება თუ არა იგი ყველასთვის?

მწვანე ჩაის სამკურნალო თვისებებზე საუკუნეების მანძილზე არის ცნობილი, მას ბევრი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის იყენებდნენ.

თანამედროვე მეცნიერებიც ადასტურებენ მის სამკურნალო თვისებებს და გვირჩევენ მის გამოყენებას, მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ რომელი ჩაი ავირჩიოთ და როგორ უნდა მოვამზადოთ ის.

შემადგენლობა

მწვანე ჩაის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები მის შემადგენლობაზე არის დამოკიდებული, ეს უკანასკნელი მას ძალიან მდიდარი აქვს. რთული დასაჯერებელია, მაგრამ მასში რამოდენიმე ასეული ქიმიური და ორგანული ნაერთია, უამრავი ვიტამინი. განვიხილოთ მისი რამოდენიმე კომპონენტი.

ჩაიში შემავალი ალკალოიდები სამკურნალო თვისებებით გამოირჩევიან, ერთერთი მადგანი ყველასათვის კარგად ნაცნობი კოფეინია, რომელიც გვამხნევებს და ძალას გვამტებს, თუმცა დიდი დოზებით ის მავნეც არის: ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემებზე, ძვლებიდან კალციუმის გამოდევნას უწყობს ხელს. საბედნიეროდ მწვანე ჩაიში კოფეინი სუფთა სახით არ არის, აქ ის თეინის სახით გვხვდება, მისი მოქმედება ორგანიზმზე კი ნაკლებად მავნეა.

მეორე ნივთიერება ტანინი არის, ის ჩაის არა მარტო დამახასიატებელ გემოს ძენს მას სასარგებლო თვისებებიც გააჩნია: ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს, ამაგრებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს რადიაციის მავნე ზეგავლენას ორგანიზმზე.

მარალი ხარისხის მწვანე ჩაიში ბევრი კატეხინებია, ძლიერი ანტიოქსიდანტები. ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნებას, დადებითად მოქმედებენ გულსა და სისხლძარღვებზე, ხელს უშლიან დიაბეტის და ოსტეოპოროზის განვიტარებას. კატეხინები აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას და არეგულირებენ წონას, ხოლო მათი ანტიმიკრობული თვისებების გამო მწვანე ჩაის დიზინტერიის მკურნალობაშიც კი იყენებენ.

მწვანე ჩაი მდიდარია ვიტამინებით, მაგალითად მასში ვიტამინი C 10-ჯერ მეტია ვიდრე შავ ჩაიში. მწვანე ჩაი ბევრ მცენარეულ ცილას შეიცავს, 17 ამინომაჟავა არის აღმოჩენილი მის შემადგენლობაში, ერთერთი მათგანი-გლუტამინის მჟავა კი ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის.

მწვანე ჩაის გასაოცარი თვისება ის არის, რომ მისი დაყენების დროს მისი სასარგებლო ნივთიერებები წყალში იხსნებიან, მავნე ნივთიერებების უმეტესი ნაწილი კი ფოთოლში რჩება. ამიტომაც მნიშვნელოვანია იცოდეთ ჩაის არჩევა და მისი სწორედ მომზადება.

რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს მწვანე ჩაიმ, მისი დიდი რაოდენობით მოხმარების დროს?

თუ მას ძალიან ხშირად და ბევრს დავლევთ, შეიძლება ზოგიერთი დაავადების პროვოცირება მოვახდინოთ, ძირითადათ თირკმელების და ღვიძის. ღვიძლის ფუნქციონირება შეიძლება დაირღვეს მასში პოლიფენოლების დაგროვების გამო, მათი ზომიერი მიღება სასარგებლოა, ჭარბმა რაოდენობამ კი შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს, ამიტომაც მწანე ჩაის ლიტრობით დალევა არ არის რეკომენდირებული.

მწვანე ჩაისსასარგებლო თვისება გაცილებით მეტი აქვს ვიდრე უარყოფითი, თყ მას ზომიერად, რეგულარულად და სწორედ მომზადებულს მივიღებთ. ის ამუნჯობესებს მხედველობას, ასუფთავებს და ამშვიდებს კანს, გამოყავს მძიმე მეტალები ორგანიზმიდან, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის დაღლილობას და ანელებს დაბერების პროცესს, ამცირებს ათეროსკლეროზის წარმოქმნის შესაძლებლობას.

მწვანე ჩაი კოსმეტოლოგიაშიც ფართოდ გამოიყენება, იგი ბევრ სახის მიღაბში და კრემში შედის. საკმარისია კვირაში ერთხელ ჩაის აბაზანა მიიღოთ, ამით თქვენ კანს ტონუსში მოიყვანთ. 6 სუფრის კოვზი ჩაის ფოთოლს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაცერით და აბაზანაში ჩაასხით.

როგორ ავარჩიოთ ჩაი?

ნუ მიაქცევთ ყურედრებას ჭრელ და ლამაზ შეფუთვას- მას ჩაის ხარისხთან არავითარი კავშირი არა აქვს. უმჯობესია ჩაის სეძენა სპეციალურ მაღაზიებში, წონით - ეს თქვენ თვითონ მოგცემთ საშვალებას ნახოთ რას ყიდულობთ. ეცადეთ ჩაის ფოთლები მსხვილი იყოს, მოერიდეთ ჩაის პაკეტებში ხშირად ნარჩენებს დებენ. მხოლოდ რია ფერის ცაი არის ხარისხიანი, თუ ის მუქია არ შეიძინოთ, ის ან ზედმეტად გამომშრალია ან არასწორედ არის შენახული.

მწვანე ჩაის უნდა მოერიდონ იცინი ვისაც თორმეტგოჯა ნაწვავის ან კუჭის წყლული აწუხებთ, ასევე გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების დროს უმჯობესია თავის შეკავება, რადგანაც ჩაიმ შეიძლება გულის რიტმის შეცვლა გამოიწვიოს.

სხვადასხვა ნაირად მომზადებულს, მას განსხვავებული თვისებები აქვს, მაგალითად თუ მას 2 წუთის განმავლობაში დავაყენებთ მას მატონიზირებელი ეფექტი ექნება, 5 წუთის განმავლობაში დაყენებულს კი დამაშვიდებელი. დიდი ხნის განმავლობაში მწვანე ჩაის დაყენება არ არის მიზანშეწონილი, ის სარგებელს აღარ მოგიტანთ.

განიხილე სტატია ფორუმში (0 გამოხმაურება).


ამინდი


ვალუტის კურსი