შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა



Notice: Undefined index: data in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/plugins/system/jsocial_comments/jsocial_comments.php on line 407

13 კითხვა და პასუხი გენმოდიფიცერებული პროდუქტების შესახებ

რა არის გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ანუ “გმო“?
გმო-ეს არის საკვები პროდუქტები და ასევე ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც გენნური ინჟინერიის საშუალებით არიან შექმნილები.
გენური ინჟინერია აძლევთ საშუალებას მეცნიერებს პომიდვრის და თევზის გენების შეერთებას. გამოყვანილია კარტოფილის ჯიში, რომლის ფოთლების შეჭმის შემდეგ კოლორადის ხოჭო კვდება.
როდის წარმოიქმნენ პირველი ტრანსგენური მცენარეები?
პირველი გმო, როგორც კომერციული პროდუქტი ბაზარზე 10 წლის წინ გამოვიდა. ოფიციალურად გმ-პროდუქტების დაბადების წელი 1994-ია.
რა საჭიროა გმო?
ტრანსგენური მცენარეები გაცილებით მეტ მოსავალს იძლევიან. გმ-ჯიშები უძლებენ მძიმე კლიმატურ პირობებს, პროდუქტი დიდი ხანი უძლებს შენახვას, მდგრადია პარაზიტების მიმართ. გმო შესაძლებლობას იძლევა პროდუქტს ახალი თვისება შესძინო, მაგალითად ყავა კოფეინის გარეშე, მარწყვი ნაკლები შაქრის შემცველობით, ბრინჯი მეტი რაოდენობა რკინით.
ბევრია გმო მცენარეები?
ოფიციალურად 18 ქვეყანას მოჰყავს გმ-მცენარეები. ლიდერები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, არგენტინა, ბრაზილია, ჩინეთი და ავსტრალია. ევროპაში-გერმანია, ესპანეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. რუსეთში ოფიციალურად გმ-მცენარეები არ არის.
როგორ ისახება გმო-ს შემცველი პროდუქტების მიღება ორგანიზმზე?
უნდა გავიდეს 40-50 წელი დასკვნების გაკეთება რომ გახდეს შესაძლებელი. თუმცა სტატისტიკა შემდეგია-გმო მოხმარების ლიდერ ქვეყნებში უფრო ხშირად გვხვდება ალერგირბი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, კუჭ-ნაწლავური სისტემის დაავადებები და ავთვისებიანი სიმსივნეები.
იწვევს თუ არა გმო პროდუქტები სიმსუქნეს?
მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ დღევანდელ გმ-პროდუქტებში ამინომჟავეების და ცხიმოვანი მჟავეების დისბალანსია. ეს საკვები ნამდვილი საკვების ანალოგიური არ არის, ამიტომაც მის მომხმარებელს ნივთიერებათა ცვლის პრობლემები გაუჩნდება.
შესაძლებელია ამ პროდუქტემბა ადამიანში ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობა გაოიწვიოს?
გმო პროდუქტებში გამოიყენება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობის გენი.
ყველაზე ხშირად მოდიფიცირებული მცენარეები?
ესენია:კარტოფილი, სოიო, სიმინდი, პომიდორი, ყაბახი, ბრინჯი. წიწიბურა კი არ ექვემდებარება მოდიფიცირებას.
სად არის ყველაზე მაღალი  ალბათობა ტრანსგენების ნახვის?
90% ტრანსგენული პროდუქტების სოიო და სიმინდია. თუ თქვენ ყიდულობთ სოიოს პროდუქტებს ჩრდილოეთი ამერიკიდან ან არგენტინიდან, 80% იცოდეთ რომ ის გენმოდიფიცირებულია. ძირითადათ გმო პროდუქტები ამერიკის შეერთებული შტატების მსხვილი კომპანიების მიერ არის წარმოებული.
არის თუ არა გმო პროდუქტები ჩვენთან?
არის, თუმცა მცირე რაოდენობით და უმეტეს წილად იმპორტირებული, ან იმპორტირებულ ნედლეულით მოყვანილი.
შესაძლებელია თუ არა გმ-ხილი და ბოსტეულის გარჩევა ნატურალურისგან?
ზედმეტად სუფთა, ერთნაირი კარტოფილი, ან იდეალური ფორმის პომიდვრები- ამან უნდა დაგაფიქროდ. ნატურალური პროდუქტის ნიშნებია დაზიანებები და დაჭიანებული ადგილები. გახსოვდეთ გმ-პროდუქტებს მწერები არ ეკარებიან!
ყველაზე ცნობილი ნაწარმი, რომელიც გმ-ინგრედიენტებს შეიცავს
(Greenpeace-ის ინფორმაციით)
Snickers-ის შოკოლადი, Pepsi
Maggi-ს სუნელები და დანამატები, ჩიფსები Pringles.
რატო არ არის გმ-პროდუქტები აკრძალული?
ამერიკული ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომლებიც აწარმოებენ გმ-პროდუქტებს შესძლეს ჯანდაცვის სამინისტროს დარწმუნება, რომ ტრანსგენური პროდუქტი უვნებელია ჯანმრთელობისთვის. ევროპაში სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ გმ-პროდუქტების მიმართ. ყველაზე მკაცრი კონტროლი დიდ ბრიტანეთშია, შვეიცარიაში გმ-პროდუქტის იმპორტი 5 წლით აკრძალულია. რუსეთში 2002 წელს სავალდებულო გახდა მარკირება პროდუქტების, რომლებშიც 5% მეტია გმო, დაახლოებით 30% პროდუქტი რუსეთში შეცავს გმო-ს.
კატეგორიულად ვინ არ უნდა მოიხმაროს გმ-პროდუქტები?
პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ბავშვებს, რადგანაც მზარდ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ მათმა განსაკუთრებულად არასასურველი შედეგები შეიძლება გამოიღონ. ტრანსგენურ პროდუქტებს უნდა მოერიდონ ორსულები და დედები, რომლებსაც ბავშვები ბუნებრივ კვებაზე ჰყავთ. თავი აგრეთვე უნდა შეიკავონ ალერგიის და სიმსუქნის მიმართ მიდრეკილმა ხალხმა.
განიხილე სტატია ფორუმში (0 გამოხმაურება).


ამინდი


ვალუტის კურსი