შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა


სიახლეები ფორუმზე

Notice: Undefined index: data in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/plugins/system/jsocial_comments/jsocial_comments.php on line 407

მსოფლიოს ყველაზე ცუდი დიეტები

dietebi_msiplioshi_mavne

ბრიტანელი დიეტოლოგების ასოციაციამ გამოაქვეყნა ყველაზე მავნე ვარსკვლავური დიეტების რეიტინგი.

სპეციალისტებმა ახსნეს რატომ მოხვდა ესა თუ ის დიეტა ამ სიაში. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ბევრი მანდილოსანი იწყებს დიეტის დაცვას. დიეტოლოგების აზრით ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მათმა გააკეთონ-ამოირჩიონ ერთი ქვევით ჩამოთვლილი დიეტებიდან.

dietebi_msiplioshi_mavne_2

დიუკანის დიეტა

აუთსაიდერების სიის პირველ ადგილს ცნობილ დიუკანის დიეტას უკავია. შემქმნელმა ექიმმა პიერ დიუკანმა შეადგინა სისტემა, რომელსაც არავითარი „მეცნიერული საფუძველი“ არა აქვს-ასე იუწყებიან ბრიტანელი დიეტოლოგების ასოციაციის წარმომადგენლები. ამის მიუხედავად ამ დიეტის მიმდევრები არიან ჯენიფერ ლოპესი, ჟიზელ ბიუნდხენი და ქეით მიდლტონის დედა-მან ამ დიეტის საშუალებით დაიკლო ქორწილის წინ. მოკლედ რომ ვთქვათ დიეტა 5 ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე ტაბუ ადევს ნახშირწყლებს, მეორეზე შეგყავთ რაციონში ბოსტნეული, შემდეგ კი მიყვებით რეკომენდაციებს წონის შენარჩუნებისთვის. დიუკანი მოგვიწოდებს ამ დიეტის დაცვას მთელი ცხოვრების განმავლობაში, რათა ბოლომდე შევინარჩუნოთ ოპტიმალური წონა. „ეს დიეტა ძალიან მავნებელია და მკაცრია. რეკომენდაციები რთული შესასრულებელია. თვითონ დიუკანი აღიარებს, რომ დიეტამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ფილტვებს, საჭმლის მომნელებელ სისტემას და გამოიწვიოს ძლიერი სისუსტე“,-ამბობენ ასოციაციის წარმომადგენლები.

რეიტინგი შედგენილი იქნა კვებითი პროგრამების და დიეტის მიმდევარი პაციენტების ჩივილების გაანალიზების შემდეგ. ასე ყველაზე მეტი ჩივილი და უკმაყოფილება შემოვიდა დიუკანის დიეტაზე.

dietebi_msiplioshi_mavne_3

დაბალკალორიული დიეტა

ამ დიეტის ფანატებს „ალკორექსიკებს“ ეწოდებენ. დიეტას მინიმუმამდე დაჰყავს ნორმალური საკვები, მაგრამ არ კრძალავს ალკოჰოლს. ეს დიეტა პოპულარულია მოდელებში: მათ სჭირდებათ დაბალი წონის შენარჩუნება, ამასთან ერთად უნდა ქონდეთ ენერგია დაესწრონ სხვადასხვა ღონისძიებებს სადაც ზღვა ალკოჰოლია. დღის განმავლობაში გოგონები არაფერს ჭამენ, საღამოს და ღამე კალორიებს სპირტიანი სასმელების ხარჯზე იღებენ. “ამ დიეტას თუ იცავ უნდა გქონდეს ძალიან კარგი ჯანმრთელობა და ჭკუაზე არ უნდა იყო,-ამბობენ სპეციალისტები.-ორგანიზმი უამრავ საჭირო ნივთიერებას ვერ ღებულობს, რომლების გარეშეც მას ნორმალური არსებობა არ შეუძლია. ამ დიეტამ ძალიან ძლიერ ინტოქსიკაციამდე შეიძლება მიგიყვანოთ...“ დიეტოლოგიის ცენტრში შემოსული ზარების თანახმად ეს დიეტა ტრენდად იქცევა. დიეტოლოგები გვირჩევენ არ მივსდიოთ მას იმის მიუხედავად, რომ ამ დიეტას ბევრი ვარსკვლავი მიზდევს. სხვათა შორის ამბობენ, რომ ერთ დროს ამ დიეტას ბეიონსი იცავდა. საბედნიეროდ იგი მალე მიხვდა, რომ ეს მის ორგანიზმს სარგებელს არ მოუტანდა და შეწყვიტა ექსპერიმენტი.

dietebi_msiplioshi_mavne_4

დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით

ვარსკვლავებიდან ამ დიეტის მიმდევრები არიან შერილ ქოული და ქორტნი კოქსი. მეცნიერები დარწმუნებულები არიან: პროგრამა თავიდან ბოლომდე „ფსევდომეცნიერულია“. „კვება სისხლის ჯგუფის მიხედვით არასწორია, რადგან არ შეიძლება პროდუქტების რომელიმე ჯგუფზე სრული უარის თქმა-ამბობენ ისინი. ამის გაკეთება შეიძლება მხოლოდ სამედიცინო ჩვენებებიდან გამომდინარე და ამ დროსაც უნდა მოხდეს აკრძალული პროდუქტების ჩანაცვლება მსგავსით“.

dietebi_msiplioshi_mavne_5

უმი საკვების დიეტა

ამ კვებით პროგრამას მიჰყვება დემი მური, ნატალი პორტმანი და ვუდი ჰარელსონი. პროგრამის აზრი იმაშია, რომ ადამიანი მიირთმევს მხოლოდ თერმულად დაუმუშავებულ პროდუქტებს. „კალორიები და ცხიმი არასაკმარისი რაოდენობით ხვდება ორგანიზმში, აგრეთვე აღინიშნება კალციუმის, ვიტამინ D, რკინის, ცინკის და პროტეინების ნაკლებობა“-ამბობენ დიეტოლოგები. უმეტესი პროდუქტი მხოლოდ დამზადებულ მდგომარეობაში შეიძლება ჩაირთოს რაციონში-ბრინჯი, მაკარონი, პური, კარტოფილი, ლობიო, ბარდა -აქედან გამომდინარე ისინი ვარდებიან რაციონიდან. „ ის ვინც მისდევს ამ მეთოდს არის მოწამვლის საშიშროების ქვეშ-უმი ხორცი და არაპასტერიზებული რძის პროდუქტი საკმაოდ საშიშია ჯანმრთელობისთვის.“

dietebi_msiplioshi_mavne_6

დიეტა ბავშთა კვებით

ამბობენ, რომ ბავშებისთვის დამზადებულ კვებას მიირთმევენ ლედი გაგა, რიზ უითერსპუნი და ჯენიფერ ენისტონი. ამ უკანასკნელს მეტსახელიც კი მისცეს ამ დიეტით გატაცების გამო-Gigantic baby(გიგანტური ბავში). სისტემას ვარიანტები აქვს: პირველი-დღეში არა უმეტეს 14 პიურეს ქილისა; მეორე-ერთი პორცია ჩვეულებრივი საკვები, დანარჩენი საბავშო ქილები. „დიეტა დაფუძნებულია პორციის და კალორიების შემცირებაზე. თქვენ თვითონაც ხომ ხვდებით, რომ საბავშვო საკვები დაბალკალორიულია,-ამბობენ დიეტოლოგები. კიდევ დიეტის მინუსია ის, რომ  ფაქტიურად ღეჭვა არ არის საჭირო. როდესაც ღეჭავთ წარმოიქმნება შეგრძნება, რომ მეტი მივირთვით, როდესაც ყლაპავთ პიურეს გგონიათ რომ არაფერი გიჭამიათ.“

ამდენი კრიტიკის შემდეგ დიეტოლოგებმა რეკომენდაციები გამოაქვეყნეს, რათა დავიკლოდ წონაში ორგანიზმისთვის ზიანის გარეშე:

.თავდაპირველად გაერკვიეთ ნამდვილად გჭირდებათ წონაში დაკლება თუ ეს უბრალოდ მოდით მოხვეული იდეალების ბრალია

.იკვებეთ ბალანსირებულად-არ გამორიცხოთ არც ერთი პროდუქტების ჯგუფი-მიიღეთ ცილები, ცხიმები და ნახშრწყლებიც

.დაწვით  მეტი კალორია ვიდრე მიიღეთ

.მეტი იმოძრავეთ

.საკვები რეჟიმის არჩევისას დაფიქრდით თუ შეძლებთ მის დაცვას მთელი ცხოვრების განმავლობაში

.ნუ ჩავარდებით დეპრესიაში იმის გამო, რომ ზედმეტი მიირთვით დაბადების დღეზე

.ნუ აქცევთ ყურადღებას ჟურნალებში განთავსებულ სურათებს-ისინი უმეტესად რეალობას არ შეესაბამებიან

 

განიხილე სტატია ფორუმში (0 გამოხმაურება).


ამინდი


ვალუტის კურსი