Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411

Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411
4Lady.ge - დავიკლოთ 10 კილომდე ერთ კვირაში

შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა


სიახლეები ფორუმზე

No posts to display.

დავიკლოთ 10 კილომდე ერთ კვირაში

dietebi_10_kiolo_kvirashiდიეტა რომელიც გვპირდება, რომ ერთ კვირაში 7 კილოგრამს დაგვაკლებინებს-არასტანდარტული ვაშლის დიეტაა. მას ხანდახან პექტინის დეიტას უწოდებენ, რადგანაც ვაშლში ბევრი პექტინია. პექტინი კი ორგანიზმს წონის დაკლებაში ეხმარება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პექტინი დიდი ხნის წინათ დაგროვილ ცხიმებსაც შლის. დიეტა უმეტესად ვაშლის, სტაფილოს და ჭარხალისგან

შედგება.

პირველი დღე. იკლებთ 1-2 კილომდე

საუზმე: 3 გახეხილი ვაშლი, შეზავებული ლიმნის წვენით. შეგიძლიათ დააყოლოთ ერთი მუჭა თხილი.

სადილი: 150გრ სალათი. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ-150გრ ვაშლი, 30გრ მწვანე ხახვი, 20გრ ოხრახუში და ერთი მოხარშული, გახეხილი კვერცხი.

ვახშამი: 5 ვაშლი.

მეორე დღე. იკლებთ 1.5 კილომდე

საუზმე: 3 ვაშლი და 100გრ მოხარშული ბრინჯი.

სადილი: ბრინჯი ვაშლით. გათალეთ და დაჭერით ვაშლი, დაუმატეთ ოდნავ წყალი და ლიმნის წვენი მცირეოდენ ცერდასთან ერთად და დაბალ ცეცხლზე მოთუშეთ. დაუმატეთ წინასწარ მოხარშულ ბრინჯს.

ვახშამი: 100გრ მოხარშული ბრინჯი.

მესამე დღე. დაიკლებთ 2 კილომდე

საუზმე: ნახევარი ჭიქა უცხიმო ხაჭო და 2 ვაშლი.

სადილი: თხლად დაჭერით ვაშლები, ჩადევით ლიმნიან წყალში. ხაჭოს 2 ჩაის კოვზი თაფლი და ცოტაოდენი ნიგოზი დაუმატეთ. ვაშლი ლიმნის არომატით რომ გაიჟღინთება, ისიც ხაჭოს დაუმატეთ.

ვახშამი: 150გრ უცხიმო ხაჭო.

მეოთხე დღე. იკლებთ 2 კილომდე

საუზმე: 3 დიდი სტაფილო და ერთი ვაშლი.

სადილი: გახეხეთ ვაშლი და სტაფილო, დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი თაფლი და ლიმნის ცედრა.

ვახშამი: 4 მოთუშული ვაშლი, შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი.

მეხუთე დღე. იკლებთ 2 კილომდე

საუზმე: მოხარშული 2 სტაფილო და ერთი ჭარხალი. შეიძლება მიირთვათ უმად.

სადილი: ერთი ჭიქა გერკულესის ფაფა, მოხარშული ჭარხალი და 2 მოხარშული კვერცხი.

ვახშამი: რამდენიც გნებავთ გახეხილი სტაფილო, თაფლთან ერთად.

მეექვსე დღეს პირველი დღის მენიუ. მეშვიდე დღეს მეორე დღის მენიუ მეორდება.

დიეტის დროს ჩვეულებრივი ან მინერალური უგაზო წყალი და მწვანე ჩაი შეგიძიათ დალიოთ.

გამორიცხულია შაქარი და მარილი.

თუ მოგშივდათ შეგიძიათ ვაშლი მიირთვათ.

განიხილე სტატია ფორუმში (0 გამოხმაურება).