Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411

Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411
4Lady.ge - თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბები

შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა


სიახლეები ფორუმზე

No posts to display.

თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბები

janmrteloba_tmis_cvenis_satsinaagmdego_nigbebiსპეციალისტები ამბობენ, რომ თუ დღეში 60-100 ღერი თმა გვცვივა-ეს ნორმალურია. ხოლო თუ ამ რაოდენობაზე მეტი თმა გცვივათ, მაშინ უნდა ივარაუდოთ, რომ ორგანიზმს რაღაც პრობლემა აქვს. თმის ცვენა ძლიერი ინფექციური დაავადებიდან 3 თვის შემდეგ იწყება, მიზეზი აგრეთვე შეიძლება ოპერაცია, სტრესი, ავიტამინოზი და ჰორმონალური დისბალანსი იყოს.

თმის ცვენა შეიძლება ძლიერმა სამკურნალო პრეპარატებმაც გამოიწვიონ: ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა, ანტიკოაგულანტებმა და სიმსივნის საწინააღმდეგო წამლებმა.

როგორც კი შეამჩნევთ მომატებულ თმის ცვენას გაიკეთეთ გამოკვლევა ექიმთან. ჩაიტარეთ თმის ცვენის გამომწვევი დაავადების მკურნალობა და პარალელურად დაეხმარეთ თმებს ნიღბებით.

janmrteloba_tmis_cvenis_satsinaagmdego_nigbebi_2- თმის დაბანვის შემდეგ, თმის ძირებში მარილი შეიზილეთ. მასაჟი 10-15 წუთი უნდა გრძელდებოდეს. შემდეგ თმა მხოლოდ წყლით ჩამოიბანეთ, პროცედურა კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ, 6 კვირის განმავლობაში.

- თავის კანში ხახვის წვენი შეიზილეთ და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში.

- აიღეთ თითო ჩაის კოვზი-აბუსალათინის ზეთი, ხახვის წვენი, კალენდულას ნაყენი, წიწაკის ნაყენი, თაფლი, კონიაკი და ერთი კვერცხის გული. აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში და თავის კანში შეიზილეთ. ზემოდან ცელოფანი და შემდეგ პირსახოცი დაიფარეთ.

- ეიზილეთ ნივრის წვენი ან დაჭყლეტილი ნიორი თავის კანში.

- კვერცხის გული, ცარცი(1ჩ.კ) და რამოდენიმე წვეთი ლიმნის წვენი. აურიეთ ერთმანეთში და თავის კანში შეიზილეთ, 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი.

- ჭინჭარი და ძმარი. მოამზადეთ ჭინჭრის ნაყენი: დაჭერით ჭინჭრის ფოთლები, დაასხით მდუღარე წყალი და ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში. ნახარში გააგრილეთ, გაცერით და დაუმატეთ 2-3 სუფრის კოვზი ძმარი. მზა ლოსიონი შეიზილეთ ძილის წინ კვირაში რამოდენიმეჯერ.

- ნატურალური ბიოიოგურტი და კვერცხის გული. აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თავის კანში და თმებზე. ჩამოიბანეთ ნიღაბი 30 წუთის შემდეგ.

- თეთრი ღვინო(1 ჭიქა) და პირშუშხა(0,5 ჭიქა). დაასხით პირშუშხას ღვინო და 24 საათი გააჩერეთ. შეიზილეთ ნიღაბი თმის ძირებში, ჩამოიბანეთ 2 საათის შემდეგ. პროცედურა ერთი თვის განმავლობაში ჩაიტარეთ, კვირაში 2-ჯერ.

janmrteloba_tmis_cvenis_satsinaagmdego_nigbebi_3- აიღეთ 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი კონიაკი, 1 სუფრის კოვზი ატმის ზეთი და 1 სუფრის კოვზი კომბოსტოს წვენი. აურიეთ კომპონენტები ერთმანეთში და წაისვით თავის კანსა და თმების მთელ სიგრძეზე. ორი საათის შემდეგ კარგად დაიბანეთ თავი. პროცედურა ჩაიტარეთ 3 თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ.

- უფერო ხნა და კეფირი. გახსენით ხნა შემთბარ კეფირში. ნიღაბი თავის კანზე და თმებზე გადაინაწილეთ. ჩამოიბანეთ 30 წუთის შემდეგ. პროცედურა რამოდენიმე თვე ჩაიტარეთ, კვირაში ერთხელ.

- 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ნივრის წვენი აურიეთ და დაბანილ, სველ თმაზე წაისვით. შეიხვიეთ თმები ცელოფნით და შემდეგ პირსახოცით. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი.

 

განიხილე სტატია ფორუმში (1 გამოხმაურება).