შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა


სიახლეები ფორუმზე

Notice: Undefined index: data in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/plugins/system/jsocial_comments/jsocial_comments.php on line 407

აბუსალათინის ზეთი თქვენი თმის სილამაზისთვის

tmebi_abusalatinis_zeti_tmis_silamazistvisაბუსალათინის ზეთს ძალიან დიდი ხანია რაც იყენებენ. ისეთი პრობლემები, როგორიც არის თმის მტვრევადობა და სიმშრალე იოლად მოგვარებადია აბუსალათინის ზეთის საშუალებით. მითუმეტეს ეს ზეთი შეუცვლელია შეღებილი, გაუფერულებული და ქიმიური

პროცედურებით დაზიანებული თმებისთვის.

აბუსალათინის ზეთი ამკვრივებს თმას, მატებს ბზინვარებას, კვებავს თმის ბოლქვს, ამთელებს თმის ღეროს და აჩერებს თმის ცვენას.

ზეთის გამოყენება სუფთა სახით ყველაზე იოლი საშუალებაა. ეს მეთოდი როგორც პროფილაქტიკური ასევე სამკურნალოა. შეიძინეთ ზეთი აფთიაქში, შეათბეთ უკეთესი ეფექტისთვის, შეიზილეთ თავის კანში და მთლიან თმის სიგრძეზე გადაინაწილეთ. ზემოდან დაიფარეთ ცელოფნის ქუდი. 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თმები შამპუნით, ზეთის სრულ მოცილებამდე. კარგი იქნება ამ პროცედურის შემდეგ თმებზე მცენარეულ ნაყენით, ძმრის ან ლიმნის ხსნარით თუ გადაივლებთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 1-2ჯერ.

შესაძლებელია ამ პროცედურის გაერთიანება არომათერაპიასთან, რომელიც დღითი დღე მეტ პოპულარობას იძენს. ამისათვის აბუსალათინის ზეთს დაუმატეთ 2-3 წვეთი ეთერ-ზეთი, რომლის სუნი თქვენთვის სასიამოვნოა. შედეგი- სასიამოვნო თმის ნიღაბი, რომელიც კურნავს თმებს და ამავე დროს მატებს გუნებაგანწყობილებას და ხსნის სტრესს.

tmebi_abusalatinis_zeti_tmis_silamazistvis2შესაძლებელია ბუსალათინის ზეთის დამატება კეფირში, ხახვის წვენში, სხვადასხვა მცენარეულ ნაყენში, არაჟანში და კვერცხის გულში.

თმის გაჯანსაღებისთვის კარგია აბუსალათინის და კეფირის ნიღაბი. ნახევარი ჭიქა შემთბარი კეფირი და 1 ჩაის კოვზი ზეთი. ნიღაბი მთელ თმაზე და თავის კანზეც უნდა წაისვათ. ზემოდან ცელოფნის ქუდი და პირსახოცი დაიფარეთ. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი შამპუნით. ეს ნიღაბი უხდება ნორმალურ და ცხიმიან თმას.

თმის ცვენას აჩერებს ალოეს და ხახვის წვენი. ამისათვის ტოლი რაოდენობით შეურიეთ აბუსალათინის ზეთი და ხახვის წვენი, შემდეგ დაუმატეთ ალოს ფაფა ან წვენი. ნიღაბი 30 წუთით გაიჩერეთ. ეს ნირაბი აძლიერებს თმის ბოლქვებს და აქრობს ქერტლს. თუ თავის კანზე გაღიზიანებული ადგილები გაქვსთ და ქავილი გაწუხებთ, ნიღაბს კალენდულას ზეთი ან ნაყენი დაუმატეთ.

 

განიხილე სტატია ფორუმში (0 გამოხმაურება).


ამინდი


ვალუტის კურსი