Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411

Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411
4Lady.ge - ნიღბები, რომლებიც თმის ზრდას აჩქარებენ

შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა


სიახლეები ფორუმზე

No posts to display.

ნიღბები, რომლებიც თმის ზრდას აჩქარებენ

tma_nigbebi_zrdas_achqarebenნიღაბი მდოგვით

ძალიან მარტივი რეცეპტია. ნიღაბში შემავალი მდოგვი ახურებს თავის კანს და აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას თმის ბოლქვებთან.

კომპონენტები:

2 სუფრის კოვზი მშრალი მდოგვის

ფხვნილი, გახსნილი ცხელ წყალში (2 სუფრის კოვზი).

1 კვერცხის გული.

2 სუფრის კოვზი ზეითუნის, ატმის ან სხვა ნებისმიერი ზეთი.

2 ჩაის კოვზი შაქარი.

კომპონენტები კარგად აურიეთ ერთმანეთში და თმის ძირებზე წაისვით, ეცადეთ მაქსიმალურად კანში შეიზილოთ. მოერიდეთ თმის ბოლოებს, განსაკუთრებით თუ ისინი გამომშრალია (ბოლოების დასაცავათ რაიმე ზეთი შეგიძლიათ წაისვათ). შეიფუთეთ თმები ცელოფნით და ზემოდან ქუდი დაიხურეთ.

ეცადეთ მოითმინოთ სულ მცირე 15 წუთი, უმჯობესია საათი.

პირველ ჯერზე ეცადეთ 15 წუთი გაუძლოთ. სულ რომ იფიქროთ, რომ თავზე ცეცხლი გიკიდიათ, მდოგვი 15 წუთში კანს ზიანს არ მოუტანს.

ნიღაბი კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ, ცხიმიანი თმების შემთხვევაში 2-ჯერ.

ნიღაბი ჯერ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ შამპუნით დაიბანეთ. თუ ნამდვილად გინდათ, რომ თმები მალე გაგეზარდოთ ნიღაბი 1 თვის განმავლობაში მაინც უნდა გაიკეთოთ. ნიღაბი მართლაც ძალიან ეფექტურია, ის არა მარტო აჩქარებს თმის ზრდას, არამედ ასტიმულირებს ახალი თმების ამოსვლას.

პილინგი მარილით

სამწუხაროდ უმეტესობა თავის კანს ყურადღებას არ აქცევს, ამას კი თმის ბოლქვების ცხიმით ჩაკეტვამდე მივყავართ. აგრეთვე უარყოფითად მოქმედებს კანზე და თმებზეც სპრეი და ლაქი, ისინი დროთა განმავლობაში ილექებიან კანზე და თმებზე. ამიტომაც მნიშვნელოვანია არა მარტო თმის კვება არამედ გაწმენდვაც, რათა თმებმა უკეთ შეიწოვონ სასარგებლო ნივთიერებები სხვადასხვა ნიღბებიდან.

აიღეთ 2-5 სუფრის კოვზი მარილი (თმების სიგრძიდან გამომდინარე).

უმჯობესია მარილი ოიოდიზირებული იყოს, წვრილი დაფქული.

მარილს 2-5 სუფრის კოვზი თბილი წყალი დაასხით.

მუჭით აიღეთ მიღებული სკრაბის მასა და შეიზილეთ თავის კანში, 10 წუთის განმავლობაში თითებით მასაჟი გაიკეთეთ. დაიტოვეთ 10 წუთით სკრაბი თმებზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სკრაბის შემდეგ თმა გაცილებით რბილი და დამჯერია. კარგი იქნება პილინგის მერე მკვებავ ნიღაბს თუ დაიდებთ, რადგან გაწმენდის შემდეგ უკეთ შეიწოვს სასარგებლო ნივთიერებს თმები.

მშრალი თმების შემთხვევაში კვირაში ერთხელ გაიკეთეთ ნიღაბი, ცხიმიანი თმების შემთხვევაში 2-ჯერ. თუ გნებავთ, რომ თმა მალე გაიზარდოს და თმების ცვენა შეწყდეს, ნიღაბი 6 კვირის განმავლობაში უნდა გაიკეთოთ, შემდეგ რამოდენიმე თვიანი შესვენება გააკეთეთ.

ნიღაბი ჩაის ფოთლებით

ნიღაბი კვებავს თმის ბოლქვებს და აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას. ამცირებს ცხიმიანობას და მატებს ბზინვარებას.

½ ბოთლი არაყი.

250გრ გამხმარი ჩაის ფოთლები.

ჩაის ფოთლებს დაასხით არაყი და 2 საათი დააყენეთ. გაცერით და ფოთლები გადაყარეთ, დარჩენილი მასა შეიზილეთ თავის კანში. შემდეგ თავზე ცელოფანი მოიხვიეთ და ზევიდან პირსახოცი ან ქუდი (რომელიც არ გენანებათ გასაფუჭებლად).

გაიჩერეთ ნიღაბი 1 საათი. ჩამოიბანეთ შამპუნით. რეკომენდირებულია კვირაში 2-ჯერ გაკეთება, 2 კვირის შემდეგ კი თავზე ახალ ამოსულ თმის ღერებს შეამჩნევთ.

განიხილე სტატია ფორუმში (0 გამოხმაურება).