Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411

Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411
4Lady.ge - ფერიმჭამელები

შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა


სიახლეები ფორუმზე

No posts to display.

ფერიმჭამელები

saxe_ferimchamelebiარ იფიქროთ რომ ფერიმჭამელები მარტო ახალგაზრდებს აწუხებთ. მათი წარმოქმნის მიზეზი ცხიმოვანი სადინრების ჩაკეტვაა. თავდაპირველად ისინი სახის ეგრეთ წოდებულ T ზონაში წარმოიქმნებიან - შუბლზე, ცხვირზე და ნიკაპზე. ფერიმჭამელებთან ბრძოლას კომპლექსურად უნდა მიუდგეთ - შეცვალოთ კვება, კოსმეტიკა უფრო ხარისხიანით და რეგულარულად კოსმეტოლოგთან ვიზიტზე უნდა იაროთ. თუმცა მათთან ბრძოლა სახლის პირობებშიც შეიძლება.

რეკომენდირებულია თეთრი თიხის ნიღაბი. გახსენით თიხა თბილ წყალში არაჟნის კონსისტენციამდე. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით.

რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, კეფირი კანზე წარმოქმნილი ცხიმების დაშლას იწვევს. წაისვით და გაიჩერეთ კეფირი 20 წუთით.

აიღეთ ერთი კვერცხის ცილა და 1 სუფრის კოვზი შაქარი დაუმატეთ, მოურიეთ შაქრის სრულ გახსნამდე. მიღებული მასის ნახევარი სახეზე წაისვით და დაელოდეთ მის გაშრობას. შემდგომ დარჩენილი მასა წაისვით და ინტენსიურად თითებით დარტყმითი მოძრაობები გაიკეთეთ. მასა წებოვანი გახდება და ფორებიდან გამოიტანს ცხიმის ნარჩენებს. სახის მასაჟი გააგრძელეთ ნიღბის გაშრობამდე, შემდეგ ჩამოიბანეთ და მკვებავი წაისვით. რეკომენდირებულია ამ ნიღბის კვირაში 2-ჯერ გაკეთება.

სკრაბი - აიღეთ წვრილად დაფქული გერკულესი ½ ჭიქა, დაუმატეთ ½ ჩაის კოვზი სოდა და წყალი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული სკრაბი სახეზე წაისვით და მასაჟი წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

კიტრის ნიღაბი აუმჯობესებს კანის ფერს და ახალი ფერიმჭამელების წარმოქმნას უშლის ხელს. გაუთლელი კიტრი წვრილ სახეხზე გახეხეთ. აიღეთ 3 სუფრის კოვზი კიტრის მასა, 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და გააჩერეთ. გაგრილებული მასა სახეზე დაიდეთ და 20 წუთით გაიჩერეთ.

სტაფილოს წვენს კვერცხის გული ან თაფლი დაუმატეთ (1:1). სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ.

ერთ კვერცხის ცილას დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ლიმნის და მაგდენივე ალოეს წვენი. კარგად ათქვიფეთ და სახეზე წაისვით. გაიჩერეთ ნიღბის გაშრობამდე.

 

განიხილე სტატია ფორუმში (1 გამოხმაურება).