Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411

Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411
4Lady.ge - ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი - პლასტიკური ქირურგია საჭირო აღარ არის

შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა


სიახლეები ფორუმზე

No posts to display.

ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი - პლასტიკური ქირურგია საჭირო აღარ არის

tavis_movla_naochebis_kremi

შესაძლებელია თუ არა ნაოჭებთან ბრძოლაში კრემი გახდეს ბოტოქსის ან პლასტიკური ქირურგიის ნამდვილი ალტერნატივა? ახალი პროდუქტის კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ მილიონობით ქალის ოცნება მალე ასრულდება.

უკვე 60 ათასი ბრიტანეთის მცხოვრები ჩაეწერა სიაში, რათა პირველებმა შეიძინონ ახალი ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი ცნობილი კოსმეტიკური ბრენდისგან. როგორც ამტკიცებენ ის იმდენადვე ეფექტურად ებრძვის ასაკობრივ ნაოჭებს, როგორც ამას პლასტიკური ქირურგია აკეთებს. პროდუქტი ამ კვირაში გამოვა გაყიდვაში და მისი ფასი 40$ იქნება.

ამ კრემის კლინიკური კვლევების დროს ეფექტი სულ რაღაც 7 დღეში გახდა თვალსაჩინო. მწარმოებლების თქმით კრემი შეიცავს ინგრედიენტ A-F33-ს, რომელიც მატებს ელასტინის და კოლაგენის რაოდენობას ორგანიზმში. ზუსტად ეს კომპონენტები უზრუნველყოფენ კანის ახალგაზრდულ იერს. ასაკთან ერთად ამ ცილების კონცენტრაცია კლებულობს, რაც იწვევს ნაოჭების წარმოქმნას.

tavis_movla_naochebis_kremi_2

35-დან 59-მდე ასაკის 69 ქალბატონი იყენებდა ამ კრემს დღეში ორჯერ 11 კვირის განმავლობაში, კლინიკური კვლევების პერიოდში. ყველამ განაცხადა, რომ ნაოჭები შემცირდა პირველივე კვირის განმავლობაში. ზოგიერთი მათგანი მანამდე ფიქრობდა პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაზე, მაგრამ ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მათ ოპერაციაზე უარი თქვეს. ცნობილმა კოსმეტოლოგმა სამანტა ბანტინგმა, რომელიც თვითონ არ იღებდა კლინიკურ კვლევაში მონაწილეობას განაცხადა, რომ ეს კრემი იძლევა ისეთ შედეგებს როგორიც არ აქვს არც ერთ სხვა კოსმეტიკურ პროდუქტს. „ეს არის ერთერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა კოსმეტოლოგიის ბაზარზე, რომელიც მე ბოლო წლების განმავლობაში მინახავს“,-თქვა სამანტამ.

 

 

განიხილე სტატია ფორუმში (0 გამოხმაურება).