Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411

Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411
4Lady.ge - TOP-5 ლამაზი კანისთვის

შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა


სიახლეები ფორუმზე

No posts to display.

TOP-5 ლამაზი კანისთვის

saxe_top5სილამაზის შენარჩუნება როგორც გარედან ასევე ორგანიზმის შიგნიდან არის საჭირო. ყველაზე კარგად ამაში ხილი გვეხმარება. აქ სასარგებლო პროდუქტებია მოცემული, რომლებიც კანის სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

1. კანის სიმკვრივე

კანის სიმკვრივეზე კოლაგენი არის პასუხისმგებელი, ხოლო კოლაგენის წარმოქმნისთვის ორგანიზმს ვიტამინი ც ესაჭიროება. ამ ვიტამინის სინტეზი ორგანიზმში არ ხდება, ამიტომაც სილამაზის შესანარჩუნებლად ც ვიტამინით   მდიდარი პროდუქტი უნდა მივირთვათ.

პროდუქტი კანის სიმკვრივისთვის: ფორთოხალი, ლიმონი, მარწყვი, ჟოლო, კივი. ლიდერი ამ ვიტამინის შემცველობაში კი ასკილი გახლავთ. როგორ გამოვიყენით ასკილი ჩვენს სასარგებლოთ?

სილამაზის რეცეპტი: ასკილის ნაყენი მოამზადეთ. ერთ მუჭა ასკილს მდუღარე წყალი დაასხით და გააჩერეთ, ნაყენი შეგიძლიათ დალიოთ ან მისგან სახის კომპრესები გაიკეთოთ. სულ 10-15 წუთით გაკეთებული კომპრესი კანს სასარგებლო ვიტამინებით გაამდიდრებს.

2. კანის ბზინვარება

იმისათვის რომ კანს ჯანმრთელი ბზინვარება ქონდეს, საჭირო არის ანტიოქსიდანტები, კონკრეტულად კი ვიტამინი ე. ის კანის აღდგენაში იღებს მონაწილეობას და ჯანმრთელ ფერს აძლევს მას. ეს ვიტამინი უმეტესად ყველა კოსმეტიკურ საშუალებაში გამოიყენება.

პროდუქტი: ყველაზე უხვად ამ ვიტამის მცენარეული ზეთები შეიცავენ, საქონლის ღვიძლი, კვერცხი, ბურღულეული, ბროკოლი, ქაცვი, ბალი, მსხალი. ვიტამინ ე-ს კარგი წყაროა მზესუმზირა და ნუში.

სილამაზის რეცეპტი: ქაცვის ნიღაბი გაიკეთეთ. ჭიქის 2/3 ბლენდერის საშუალებით ფაფად აქციეთ, დაუმატეთ ჩაის კოვზი უშაქრო იოგურტი და თაფლი, გამათეთრებელი ეფექტისთვის რამოდენიმე წვეთი ლიმონი შეგიძლიათ დაუმატოთ. მომზადებული ნიღაბი მაცივარში შეინახეთ, შესქელებული ის ადვილი წასასმელია. ნიღაბი სახეზე და ყელზე გამოიყენეთ, მის შემდეგ კანი გლუვი და ხავერდოვანი გახდება.

3. გლუვი კანი ტუჩებზე

ვიტამინი ბ2 ჯანმრთელი კანისთვის, თმის ზრდისთვის და ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. მისი ნაკლებობის პირველი მაჩვენებელი დახეთქილი ტუჩებია.

პროდუქტები: საქონლის ღვიძლი, საფუარი, კვერცხი, ნუში, სოკო, წიწიბურა, რძე, ხორცი, ბრინჯი, თეთრი პური და უმეტესობა ბოსტნეული და ხილი.

სილამაზის რეცეპტი: ნიღაბი ხაჭოსგან- 2 სუფრის კოვზი ხაჭო აურიეთ ერთ კოვზ თაფლთან, წაისვით კანზე და ტუჩებზე. ესეთი ნაღაბი კარგად კვებას, ატენიენებს და არბილებს კანს.

4. კანი აკნეს გარეშე

კანის ანთებას და აკნეს ნივთიერება ლიკოპენი შველის.

პროდუქტი: საზამთრო, ტომატი, გრეიფრუტი, რუხი პური.

სილამაზის რეცეპტი: პომიდორი თხელ ნაჭრებად დაჭერით და სახეზე 15 წუთით დაიდეთ, შემდეგ პომიდვრის ნაჭრებით წრიული მოძრაობები გაიკეთეთ. ესეთი ნიღაბი ფორებს ავიწროებს.

5. ნაოჭების შემცირება

პოლიფენოლები დაგეხმარებად - ძლიერი მცენარეული ანტიოქსიდანტები, ისინი დაბერების პროცესს ანელებენ.

პროდუქტი: ქიშმიში, დღეში მტევანი წითელი ყურძენი ან ერთი ჭიქა ღვინო პოლიფენოლების დღიურ ნორმას აგინაზღაურებთ.

სილამაზის რეცეპტი: გასაახალგაზრდავებელი ყურძნის კომპრესი. დაჭყლიტეთ და გაწურეთ ყურძენი, დაუმატეთ ტოლი რაოდენობა რძე. მიღებულ წვენში მარლა დაასველეთ და სახეზე 20 წუთით დაიდეთ.

განიხილე სტატია ფორუმში (0 გამოხმაურება).