Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411

Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411
4Lady.ge - ცელულიტი დაავადებად სცნეს

შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა


სიახლეები ფორუმზე

No posts to display.

ცელულიტი დაავადებად სცნეს

tavis_movla_tani_tseluliti_daavadebat_stsnes

ცოტა ხნის წინ ცელულიტი დაავადებად სცნეს, მას სახელიც უწოდეს „ჰინოიდური ლიპოდისტროფია“.

როგორც სხვა დაავადებები „ფორთოხლის ქერქი“ არ ვლინდება მომენტალურად, ცხიმოვანი ქსოვილის დაზიანება ნელნელა ხდება. შესაბამისად, ამ სახის ლიპოდისტროფიის მკურნალობაც სიმძიმიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს.

ცელულიტის პირველი სტადია

ამ ეტაპზე ცელულიტის თვალით გარჩევა შეუძლებელია. მცირე ზომის დეფორმაციები შესამჩნევი ხდება მხოლოდ კანზე ხელის მოჭერის დროს. ამ დროს საკმარისია მასაჟის კურსი და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.

tavis_movla_tani_tseluliti_daavadebat_stsnes_2

მეორე სტადია

გამაგრებები და ღრმულები თვალსაჩინო ხდება. იმისათვის რომ შეაჩეროთ დაავადების პროგრესირება საჭიროა მასაჟი და სპეციალური შეფუთვების კურსისი ჩატარება. აუცილებელია ფიზიკური დატვირთვებიც. ამ ეტაპზე კოსმეტიკური პროდუქციისგან შედეგი აღარ იქნება, ისინი მხოლოდ დამხმარე საშუალებების როლს ითამაშებენ.

მესამე სტადია

პრობლემურ ადგილებზე ჩნდება ღრმა ღრმულები და გამაგრებული კვანძები. კანი იმდენად უხეშდება, რომ ჩქმეტისას ადამიანი ტკივილს ვეღად გრძნობს. ამ ეტაპზე მკურნალობა საკმაოდ პრობლემატური ხდება. „ფორთოხლის ქერქის“ მოცილებაში დაგეხმარებათ მხოლოდ რადიკალური წონაში დაკლება, სპეციალური კლინიკური პროცედურები და კოსმეტიკური საშუალებები.

tavis_movla_tani_tseluliti_daavadebat_stsnes_3

მეოთხე სტადია

კანი ძალიან არაესთეტიურად გამოიყურება - მის ქვეშ დიდი ზომის გამაგრებული ცხიმოვანი კვანძები იკვეთება. ამ ნაკლოვანების გამოსწორებაში უკვე მხოლოდ ლიპოსაქცია დაგეხმარებათ.

გისურვებთ ჯანრთელობას!


განიხილე სტატია ფორუმში (0 გამოხმაურება).