Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411

Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/index.php:1) in /home/ladyge/domains/4lady.ge/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 411
4Lady.ge - შუგარინგი - ეპილაცია შაქრით

შემოგვიერთდით ფეისბუკზე


სხეულის წონის ინდექსი
სიმაღლე

წონა


სიახლეები ფორუმზე

No posts to display.

შუგარინგი - ეპილაცია შაქრით

tani_shugaringiშუგარინგი - ანუ ეპილაცია შაქრის წებოვანი ბურთულით, მას ასევე სპარსულ ეპილაციას უწოდებენ. (თქვენი თხოვნით. სტატიის ბოლოს შეგიძლიათ ნახოთ ასევე მომზადების ვიდეო)

შუგარინგის უპირატესობები:

1. ბევრად იოლი გასაკეთებელია ვიდრე ეპილაცია ცხელი თაფლით

ან ცვილით. დამოუკიდებლად ცხელი თაფლის ან ცვილის წასმა ყველა ადგილზე შეუძლებელი და ძალზედ მოუხერხებელია, დიდი შესაძლებლობა არის გარშემო ყველაფერი დასვრილი აღმოჩნდეს.

2. არ არის საშიშროება დამწვრობის მიღების.

3. ითვლება რომ შაქარი და თაფლი (ხანდახან შაქარს თაფლსაც ურევენ) თმის ძირამდე უკეთ ჩადის ვიდრე სხვა საშუალებები, რაც ჩაწყვეტილი ან ჩაბრუნებული თმის რისკს ამცირებს.

4. შაქრის ბურთულა სხვა წასასმელ ან დასაკრობ საშუალებებთან შედარებით ნაკლებად ეკრობა კანზე, ძირითადათ ის თმებს იკრობს, ამიტომაც ის ნაკლებად მტკივნეულია და გამოდგება მათვის ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს.

5. ყველაზე ეკონომიურია, მისი ფასი 1 კგ შაქრის ფასის ტოლია.

6. ამ მეთოდისთვის არ არის საჭირო ნაჭრები, შპადელები და წასასმელი ფუნჯები.

7. კანი მეტ ხანს რჩება გლუვი.

8. არავითარი მავნე ნივთიერებები არ არის ამ ბურთულის შემადგენლობაში.

რეცეპტი: აიღეთ 1 კგ შაქარი, ჩაყარეთ პატარა ქვაბში, დაუმატეთ 7 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი და 8 სუფრის კოვზი წყალი. ქვაბი მინიმალურ ცეცხლზე დადგით, დააფარეთ თავსახური და პერიოდულად ურიეთ. თავიდან შაქარი გადნება, შემდეგ აქაფთება, შემდეგ გაყავისფრდება და ამ დროს თავსახური უნდა მოხადოთ, არ დაგავიწყდეთ მთელი მომზადების დროს პერიოდულად მორევა. როდესაც შაქარი კარამელს დაემსგავსება გადაიტანეთ ის კონტეინერში, რომლითაც შეინახავთ. მიღებული მასა გააგრილეთ, მაგრამ შაქრის გაქვავებას ნუ დაელოდებით და პატარა ბურთულა აიღეთ, დაახლოებით კვერცხის ზომა, კარგათ დაზილეთ და გაწელეთ ხელებში სანამ არ გაღიავდება.

თუ ბურთი ძალიან გეწებებათ ესეიგი ის არ არის საკმარისად გაციებული. თუ ძალიან მაგარია ოდნავ წყალი დაუმატეთ, რამოდენიმე წვეთი საკმარისია. იმ შემთხვევაში თუ სწორედ ვერ მოხარშეთ და მასა ძალიან მაგარია და უცბად ქვავდება ამ შემთხვევაში კონტეინერი ცხელი წყლით სავსე ქვაბში ჩადგით და 1 სუფრის კოვზი წყალი დაუმატეთ, გააცხელეთ სანამ მასა არ გადნება, კარგათ აურიეთ დამატებულ წყალთან და გააგრილეთ.

გამოყენება:

მასა თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა წაისვათ კანზე, ხოლო მოიცილოთ თმის ზრდის მიმართულებით, რაც შეიძლება სწრაფი მოძრაობით აიძრეთ. თმის სიგრძე 4-5მმ უნდა იყოს, თუ თმა უფრო გრძელია მეტად მტკივნეული იქნება, თუ ძალიან მოკლეა შეიძლება ვერ მოხერხდეს მისი მოცილება.

1კგ შაქრიდან მომზადებული მასა რამოდენიმე თვე გეყოფათ, რამდენჯერაც მოგინდებათ ეპილაციის გაკეთება საკმარისია მასა შეაცხელოთ, ზემოთ აღნიშნული მეთოდით (წყლის დამატების გარეშე) და მისგან ახალი ბურთულა გააკეთოთ.

 

ვიდეო რეცეპტი

განიხილე სტატია ფორუმში (0 გამოხმაურება).